ყუმბარის აფეთქების შედეგად ერთი მოზარდი დაიღუპა
- მსოფლიო
- 17.07.2017
- 15:46
ერთი მოზარდი დაიღუპა და ორი დაშავდა, ოდესაში ყუმბარის აფეთქების შედეგად.
სამართალდამცველების თქმით, აფეთქება საცხოვრებელ სახლში მოხდა. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 16 წლის მოზარდი, მისი ორი მეგობარი მიღებული ჭრილობების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პოლიცია არკვევს, თუ სიადან ჰქონდათ მოზარდებს ყუმბარა. წინასწარი ვერსიით, ის სახლში გარდაცვლილის მეგობარმა მიიტანა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200