ხონის რაიონში, მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან პირის ღრუში ესროლეს
- სამართალი
- 17.07.2017
- 17:56
ხონის რაიონში, ტყეში მწყემსებმა ახალგაზრდა დაჭრილი მამაკაცი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით პირის ღრუში ჰქონდა მიყენებული.
მამაკაცი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამ დროისთვის უცნობია, შემთხვევის სხვა დეტალები.
გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200