png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ პირისპირ შეხვედრა გამართეს

  • პოლიტიკა
  • 18.07.2017
  • 12:07
გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ პირისპირ შეხვედრა გამართეს

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა თბილისში, პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრა გამართეს.

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება საქართველო - უკრაინის ურთიერთობების განვითარებისაკენ გადადგმულ ნაბიჯებს და ამ თვალსაზრისით პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტს, რომელიც საქართველო- უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს ემთხვევა.

„მადლობას გიხდით ამ ისტორიულ ვიზიტში მონაწილეობისთვის. ჩვენს ერებს ძლიერი კავშირები აერთიანებს და მჯერა, რომ თქვენი ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ამ კავშირებს.

მადლობას გიხდით საქართველოს სტუმრობისთვის და ყველა იმ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისთვის, რომლებსაც თქვენი ვიზიტის ფარგლებში მივიღებთ," - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას.

პეტრო პოროშენკომ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მოწვევისათვის. „მადლობას გიხდით დაპატიჟებისთვის და სტუმართმასპინძლობისთვის. გუშინ, ჩამოსვლის პირველივე წუთიდან გარშემორტყმული ვარ მეგობრებით და ვიმყოფები ძალიან მეგობრულ გარემოცვაში. ჩვენი ქვეყნები იბრძვიან დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის. საქართველო და უკრაინა ორივე რუსეთის აგრესიის ობიექტია", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილმა პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრისას კმაყოფილება გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ახალ სტრატეგიულ დონეზე განახლდება, რომელიც საქართველო - უკრაინას შორის „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერაში გამოიხატება.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და საქართველოს პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკოს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე სამხედრო ბაზების მშენებლობაზე, რეგულარულ სამხედრო წვრთნებზე, ბარიერებისა და მავთულხლართების მშენებლობაზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. "სასაზღვრო ნიშნების" მონტაჟზე, უკანონო დაკავებებზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე რეგიონებიდან გატაცების ფაქტებზე, ეთნიკური ნიშნით ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მშობლიური ენის სწავლების აკრძალვაზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე.

გიორგი მარგველაშვილმა კვლავ გამოხატა მზადყოფნა გააგრძელოს უკრაინის ძლიერი მხარდაჭერა საერთაშორისო არენაზე და ხაზი გაუსვა საქართველოსა და უკრაინის ერთობლივი ქმედებების განსაკუთრებულ საჭიროებასა და მნიშვნელობას გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს და სუამის ფორმატებში.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge