png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ირაკლი კობახიძე: თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები აბსოლუტურად თავსებადია სამართლებრივ პრინციპებთან

  • პოლიტიკა
  • 18.07.2017
  • 12:58
ირაკლი კობახიძე: თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები აბსოლუტურად თავსებადია სამართლებრივ პრინციპებთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" კანონში ცვლილებებსა და „საარჩევნო კოდექსში" ცვლილებებზე ვეტოს დადებას სამართლებრივი არგუმენტები ვერ ექნება.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები სამართლებრივ პრინციპებთან აბსოლუტურად თავსებადია. მისივე თქმით, იგივე შეიძლება ითქვას ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებითაც.

„რაც შეეხება ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებს, აქ სამართლებრივი არგუმენტები მე ძალიან ძნელად წარმომიდგენია. თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები არის სამართლებრივ პრინციპებთან აბსოლუტურად თავსებადი და ეს უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერებას. ასევე, შემიძლია ვთქვა, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით. იყო უამრავი სირთულე დაკავშირებული ადმინისტრაციის ფორმირების წესთან. მათ შორის, ბლოკების ინსტიტუტს გავიხსენებ, რომელიც სერიოზულ დაბრკოლებას უქმნის სამართლიანი წესის ჩამოყალიბებას. ჩვენ შევეცადეთ, რომ შესაბამისობაში მოგვეყვანა ადმინისტრაციის ფორმირების წესი სამართლებრივ პრინციპებთან. ამისთვის სახელმძღვანელოდ ავიღეთ პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპი და დაცულია პარიტეტი მმართველ ძალასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. ეს არის ძალიან სამართლიანი პრინციპი. აქედან გამომდინარე, სამართლებრივი არგუმენტები ვეტოს აქაც ვერ ექნება",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge