png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერეს დეკლარაციას საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ

  • პოლიტიკა
  • 18.07.2017
  • 14:02
გიორგი მარგველაშვილმა და პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერეს დეკლარაციას საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ,,საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ".

დღეს ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და უკრაინის მინისტრთა კაბინეტს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის თაობაზე.

ერთობლივი დეკლარაცია მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას და საერთო ინტერესებისა და ქვეყნების წინაშე არსებული მსგავსი გამოწვევების გათვალისწინებით, მხარეებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

„ეყრდნობიან რა საქართველოს რესპუბლიკასა და უკრაინას შორის 1993 წლის 13 აპრილის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულებაში ჩადებულ ფუძემდებლურ პრინციპებს,
ადასტურებენ რა ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის მრავალსაუკუნოვან მეგობრობასა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, რომლებიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე, გახდნენ თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი წევრები,
გამოხატავენ რა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი უპირობო მხარდაჭერას, პატივს მიაგებენ საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობისათვის დაღუპული ყველა მებრძოლის ხსოვნას, რომელთა საქმეც უკვდავყოფილია სახელმწიფო სუვერენიტეტის მოპოვებისა და დაცვის საქმეში,
პასუხობენ რა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციისა და რუსული აგრესიიდან მომდინარე საერთო გამოწვევებს,
დარწმუნებული არიან რა ქართველი და უკრაინელი ხალხების უპირობო მისწრაფებაში, განავითარონ თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფო,
იზიარებენ რა ევროკავშირსა და ნატო-ში სრული ინტეგრაციის მიზნებს,
ხაზს უსვამენ რა საქართველოსა და უკრაინას შორის პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობას,

აცხადებენ საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელიც მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომ განვითარებას; ამასთან, საერთო ინტერესებისა და ქვეყნების წინაშე არსებული მსგავსი გამოწვევების გათვალისწინებით, მხარეებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

სტრატეგიული ურთიერთობების მიზნების მისაღწევად კოორდინირებული საქმიანობისათვის იქმნება ქართულ-უკრაინული მაღალი დონის სტრატეგიული საბჭო.
ეს ურთიერთობები მიმართულია მომავლისაკენ და ეფუძნება ევროპული და ევრო-ატლანტიკური სივრცეებისადმი ორივე ხალხის საერთო კუთვნილებას; მათ მისწრაფებას, დაამკვიდრონ დემოკრატიული ღირებულებები სახელმწიფო საქმიანობისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და დაიკავონ ღირსეული ადგილი ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ოჯახებში.
ამ კონტექსტში, ძირითად ამოცანებს წარმოადგენს: საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების დე-ოკუპაცია და საერთაშორისოდ აღიარებული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge