primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
17 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 აგვისტო, 2026, ორშაბათი
primenewsgeorgia.ge

საქართველო და უკრაინა ურთიერთობების ახალ ეტაპზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადადიან - გიორგი მარგველაშვილი

  • პოლიტიკა
  • 18.07.2017
  • 14:46
საქართველო და უკრაინა ურთიერთობების ახალ ეტაპზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადადიან - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტებმა სტრატეგიული თანამშრომლობის დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს.

გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა უკრაინის პრეზიდენტს საქართველოში ჩამოსვლისათვის, ვიზიტს უმნიშვნელოვანესი უწოდა და აღნიშნა, რომ საქართველო - უკრაინის ურთიერთობები მაღალი დონის ვიზიტების და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის შემდეგ კიდევ უფრო განმტკიცდება და გაღრმავდება.

„ამ ვიზიტით პეტრო პოროშენკომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული მისცა ქართველ და უკრაინელ ხალხებს შორის თანამშრომლობას.
ბატონო პეტრო, თქვენ დღეს ბრძოლის ველზე ხართ და კარგად ხედავთ იმას, რაც ქართველებმა ვნახეთ 90 -იან წლებში და 2008 -ში ეს არის ჩვენი მეზობლის, რუსეთის ფედერაციის ინტერესები, რომელიც ხორციელდება პრივილეგირებულ ინტერესთა სფეროს პოლიტიკით, პოლიტიკით, რომელსაც მოაქვს დესტაბილიზაცია, მოაქვს ადამიანური ტრაგედია, აშორებს ერებს. ამავე დროს თქვენ იმყოფებით საქართველოში, საქართველოში, რომელმაც გაუძლო ამ წნეხს, საქართველოში, რომლის ორი რეგიონი ოკუპირებულია, მაგრამ ამავე დროს ეს არის ქვეყანა, რომელიც ორიენტირებულია თანამშრომლობაზე, ორიენტირებულია მეგობრობაზე და ორიენტირებულია საერთაშორისო პროექტების და თანამშრომლობის გაძლიერებაზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, პირისპირ და გაფართოებულ შეხვედრებზე განიხილებოდა საქართველო - უკრაინის ერთობლივი, აქტიური პოლიტიკა საერთშორისო არენაზე.

„მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინის პრეზიდენტს იმ აქტიური პოზიციისათვის, საქართველოს პრობლემატიკის აქტიური წარმოჩენისათვის, რომელსაც ჩვენი უკრაინელი მეგობრები საერთაშორისო ფორუმებზე ახორციელებენ.

ამ კონტექსტში ჩვენ შევთანხმდით, პირადად ბატონ პრეზიდენტთან, რომ ჩვენ ვიქნებით კიდევ უფრო აქტიურები ჩვენს ერთობლივ მესიჯებში, ჩვენს ერთობლივ პოზიციებში და მოვითხოვთ კიდევ უფრო აქტიურად საქართველოს და უკრაინის ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში.

ჩვენ ვისაუბრეთ იმ ეკონომიკურ პოტენციალზე და იმ თანამშრომლობის პოტენციალზე, რომელიც არსებობს ახალი აბრეშუმის გზის კონტექსტში. საქართველო ძალიან მნიშვნელოვან, ბევრ შესაძლებლობას იძლევა ამ თვალსაზრისით და უკრაინასთან საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტების - „ზუბრის" და „ვიკინგის" ფარგლებში თანამშრომლობა ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას მოგვცემს.

ჩვენ ვისაუბრეთ ერთობლივ, უფრო აქტიურ თანამშრომლობაზე სამხედრო სფეროში და ასევე ვისაუბრეთ შავი ზღვის უსაფრთხოებისა და დაცვის ნაწილზეც, შავი ზღვის თემატიკაზე უფრო ახლო კოორდინაციის საკითხებზე",- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge