png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, რომელსაც უკრაინა ძალიან ენდობა - პეტრო პოროშენკო

  • პოლიტიკა
  • 18.07.2017
  • 14:48
საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, რომელსაც უკრაინა ძალიან ენდობა - პეტრო პოროშენკო

უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გიორგი მარგველაშვილს გულთბილი მასპინძლობისათვის და განაცხადა, რომ საქართველო და უკრაინა მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები არიან, საქართველო იმ ქვეყნების რიცხვშია, რომელსაც უკრაინა ძალიან ენდობა.

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ვიმყოფებოდე აქ, თბილისში იმ დროს, როცა ჩვენი სახელმწიფოები დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს აღნიშნავენ.

ჩვენ ასი წლის წინ დავკარგეთ დამოუკიდებლობა - უკრაინამაც და საქართველომაც. მით უფრო საპასუხისმგებლოა ჩვენი ქმედებები ახლა, რათა შევინარჩუნოთ, დავიცვათ უკრაინული და ქართული სუვერენიტეტი, უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, უკრაინის და საქართველოს დამოუკიდებლობა, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დემოკრატია.

ჩვენი დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის საფრთხეები ერთი და იგივეა და ჩვენ ეს უფრო გვაახლოებს. უკრაინელებს ქართველი მოძმე ხალხის იმედი აქვთ, როგორც ქართველ ხალხს შეუძლია ჰქონდეს უკრაინელი ხალხის მტკიცე მხარდაჭერის იმედი. ასე იყო 2008 და 2014 წლებშიც და ახლაც", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ამგვარი ურთიერთობები აყალიბებენ ისტორიულ დოკუმენტს - დეკლარაციას უკრაინას და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ.

„ეს არის ნდობის უმაღლესი ფორმა ქვეყნების ხელმძღვანელობებსა და ხალხებს შორის. სტრატეგიული პარტნიორობა განპირობებულია ასევე, ერთობლივი გამოწვევებით და საფრთხეებით.

დიდ მადლობას ვუხდი ამ პარტნიორობისთვის ამ ინსტიტუტების და მექანიზმების სისტემისთვის, ეს არის მუდმივი კოორდინაცია ჩვენი ქმედებების, მათ შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროშიც.

გუშინ, როცა მე მოვინახულე წვრთნები, რომლებიც ნატო-ს ეგიდით შავ ზღვაში, ოდესაში იმართება ამერიკელებთან, ნორვეგილებთან, რუმინელებთან და სხვა მეზღვაურებთან ერთად იდგნენ ქართველი მეზღვაურები, რომლებმაც აჩვენებენ იმას, რომ ჩვენი პარტნიორობა არის ყველაზე მტკიცე, მათ შორის თავდაცვის სფეროშიც და დღეს ჩვენ განვიხილეთ როგორ გავაძლიეროთ ეს პარტნიორობა",- აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge