png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

ზურაბ პატარაძე ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 18.07.2017
  • 18:27
 ზურაბ პატარაძე ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარეს შეხვდა

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და მთავრობის წევრები 18-20 ივნისს ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მაქსიმ სტეპანოვის ხელმძღვანელობით ოდესის ოლქის ოფიციალურ დელეგაციას მასპინძლობენ.

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარესთან, მაქსიმ სტეპანოვთან და დელეგაციის სხვა წევრებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე და მთავრობის აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებს შორის ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკის და ტურიზმის განვითარების ძირითად მიმართულებებზე, ასევე განათლების კუთხით ურთიერთობის გაღრმავებაზე გამახვილდა. მთავრობის თავმჯდომარემ ისაუბრა რეგიონის სტაბილურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ გარემოზე, აჭარის, როგორც ტურისტული ადგილის პოპულარობაზე უკრაინაში, რაზეც მეტყველებს საქართველოში უკრაინიდან ვიზიტორთა 20 %-იანი ზრდა და 14 ავიაფრენა უკრაინის მიმართულებით ბათუმის აეროპორტიდან.

მხარეებს შორის განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა საკრუიზო ტურიზმის განვითარების აუცილებლობა რეგიონებს შორის და ორივე მხარის მაქსიმალური ჩართულობა საკრუიზო ტურიზმის ქსელში. ოდესის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა პორტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და ლოჯისტიკური ცენტრების კოორდინირებულ ურთიერთობას. მაქსიმ სტეპანოვმა ასევე სურვილი გამოთქვა ზაფხულის სეზონის ბოლოს აჭარის კულტურული დღეების ოდესაში ჩატარების.

,,დღეს დაიწყო ოდესის ოლქის გუბერნატორის ვიზიტი ჩვენს რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასთან ერთად იმყოფება სოლიდური ჯგუფი ბიზნესმენების და კომპანიის ხელმძღვანელების, რომლებიც დაინტერესებულნი არიან დაამყარონ საქმიანი კონტაქტები ჩვენს რეგიონთან და ბიზნესმენებთან. ვფიქრობ, ძალიან ბევრი საკითხი შესაძლებელია იყოს განხილული ხვალ ბიზნეს-ფორუმზე, რომელიც ჩატარდება რეეგიონში. სასიხარულოა, რომ წლიდან წლამდე ვხედავთ უფრო მეტ ტურისტს ჩვენს რეგიონში. უკრაინიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 12-მდე ავიარეისი ხორციელდება, მათ შორის უშუალოდ ოდესიდან - კვირაში 2 რეისი. უკრაინა ჩვენი რეგიონისთვის ძალიან საინტერესო ბაზარია, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების გაძლიერება - ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენ ვისაუბრეთ საკრუიზო ტურიზმის განვითარებაზე. ძალიან მნიშვნელოვანია ოდესაც და ბათუმიც ჩართული იყოს შავი ზღვის რეგიონის საკრუიზო ტურიზმის ქსელში. დავგეგმეთ ერთობლივი ღონისძიებების გატარება ამ თვალსაზრისით“-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ევროინტეგრაცია საქართველოსა და უკრაინის რესპუბლიკებისთვის პრიორიტეტია. საქართველო და უკრაინა არის ევროკავშირის ასოცირებული წევრები: ორივე ქვეყანამ მიმდინარე წელს მიიღო უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. არსებობს თანამშრომლობა რეგიონალურ დონეზე. ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციასა და აჭარის ა/რ მთავრობას შორის 2013 წელს თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

ხვალ, 19 ივნისს, ბათუმში გამართული საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ოდესის რეგიონს შორის, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური, ტექნიკური და კულტურული კუთხით სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გააღრმავებენ კავშირებს სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების, კულტურის და ტურიზმის მიმართულებით. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე მაქსიმ სტეპანოვი მოაწერენ.

ოდესის დელეგაციას წარმოადგენენ ოდესის ოლქის სახლემწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი კონსტანტინ ჩიჟიკი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანაშემწე მარია სვინტიცკაია, საქართველოში უკრაინის საელჩოს პირველი მდივანი პიოტრ ბოგდანი.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის, ბათუმის პორტისა და იუსტიციის სახლის მუშაობას გაეცნობიან, დაათვალიერებენ ბათუმის ბულვარს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხეს, მუზეუმებს. ასევე დაესწრებიან საინვესტიციო ფორუმსს, რომელიც ბათუმში ხვალ გაიმართება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge