ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე გარე განათების სამუშაოები დასრულდა
- საზოგადოება
- 19.07.2017
- 10:27
საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ქუთაისის შემოსავლელი–სამტრედიის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებებს ახორციელებს. სამუშაოები მოიცავს: გარე განათების ქსელის მოწყობას, ხმაურიანი ზოლების და დამატებითი საგზაო ნიშნების განთავსებას, ასევე ვიდეო–სამეთვალყურეო სისტემის მოწყობას.
ამჟამად, ქუთაისი-სამტრედიის 24კმ-იანი მონაკვეთის განათების სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. გარე განათების სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. განათების სამუშაოებს იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო (JICA) აფინანსებს, აღნიშნულ სამუშაოებს კომპანია „ჯავა“ აწარმოებს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200