png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

სუს-ის უფროსის მოადგილე „ამბასადორიალი 2017“-ზე სიტყვით გამოვიდა

  • პოლიტიკა
  • 19.07.2017
  • 13:48
სუს-ის უფროსის მოადგილე „ამბასადორიალი 2017“-ზე სიტყვით გამოვიდა

თბილისში  საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური  წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ მიმდინარეობს. ღონისძიების მეორე დღეს სამუშაო სესია  - „სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“ გაიმართა.  სესიის ფარგლებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე სიტყვით გამოვიდა.
საკუთარ გამოსვლაში უფროსის მოადგილემ მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების ვითარება.კერძოდ, საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული სამხედრო კონტიგენტი, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, აღნიშნულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა და ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები. გამოსვლაში ალექსანდრე ტაბატაძემ ხაზი გაუსვა გიგა ოთხოზორიასა და გიორგი გიუნაშვილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებს,  ასევე ისაუბრა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებზე.
დიპლომატებს და სესიის მონაწილეებს  ასევე სიტყვით მიმართეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე გედევან ფოფხაძემ და სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა.
სამუშაო სესიის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯები, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მიმდინარეობის პროცესი.
„ამბასადორიალი 2017“ თბილისის პარლამენტის შენობაში ოფიციალურად გუშინ გაიხსნა და  21 ივლისს დასრულდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge