წინა ხელისუფლების დროს წართმეული ქონების დაბრუნების პროცესი გრძელდება
- ეკონომიკა
- 09.11.2015
- 11:09
წინა ხელისუფლების დროს წართმეული ქონების დაბრუნების პროცესი გრძელდება. საქართველოს პრემიერ–მინისტრის განცხადებით, დღეს 12 ავტომანქანა 3 კერძო პირს დაუბრუნდება. მისივე განმარტებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ დაიბრუნოს სახელმწიფოსგან უსამართლოდ მიტაცებული ქონება.
„დღეს 12 ავტომანქანა დაუბრუნდება 3 კერძო პირს, რომლებსაც 2010 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ იძულებით გადააცემინა ეს მანქანები. ამ მეტად რთულ საქმეს ეტაპობრივად ვაგვარებთ,“–აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200