png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა უახლოეს პერიოდში ამოქმედდება

  • ეკონომიკა
  • 20.07.2017
  • 11:58
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა უახლოეს პერიოდში ამოქმედდება

„ჩვენ დიდი მოლოდინი გვაქვს იმ შედეგების, რაც ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ამოქმედებამ უნდა მოუტანოს როგორც საქართველოს, თურქეთს და აზერბაიჯანს, ასევე  რეგიონის ქვეყნებს. იმედი მაქვს, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი მალე ამუშავდება“ - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ თურქეთში ვიზიტისას განაცხადა. გიორგი გახარია ყარსში თურქეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს, აჰმეთ არსლანს შეხვდა და მასთან ერთად ყარსიდან საქართველო-თურქეთის საზღვრამდე პირველი მატარებლით იმგზავრა ახალ სარკინიგზო მონაკვეთზე, რომელიც ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტისთვის აშენდა. ორი ქვეყნის მინისტრებთან ერთად საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის რკინიგზის ხელმძღვანელები, თურქეთის სამთავრობო და კერძო უწყებების ასზე მეტი წარმომადგენელი და ჟურნალისტები იმყოფებოდნენ. მოდერნიზებულ მატარებელში, რომელიც თურქეთის მხარემ უზრუნველყო, მხარეებმა გაფართოებული შეხვედრა  გამართეს, სადაც პროექტის მიმდინარეობა განიხილეს და ისაუბრეს მასში  მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და განვითარების საკითხებზე.

„ჩვენი შეხვედრის მიზანია, ვნახოთ, რა ეტაპზე ვართ და როდის შეიძლება ეს პროექტი ამოქმედდეს,  რადგან სამივე ქვეყანას დიდი მოლოდინი გვაქვს იმ შედეგების, რაც ამ რკინიგზის ამოქმედებამ უნდა მოგვიტანოს.  ამ პროექტს აქვს  დიდი მასშტაბი, ის იძენს რეგიონალურ დატვირთვას და ამის დასტურია  ყაზახეთიდან ჩვენი კოლეგის აქ ყოფნაც. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტში კიდევ უფრო მეტი ქვეყნები ჩაერთვებიან და იქნება უფრო დიდი ეკონომიკური ეფექტი. გამოვთქვამ, სურვილს, რომ რაც შეიძლება მალე ამუშავდეს ეს პროექტი, რომელიც  ხელს შეუწყობს ჩვენი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური წინსვლის გაძლიერებას“ - განაცხადა გიორგი გახარიამ და თურქეთის ტრანსპორტის მინისტრს მასპინძლობისა და ღონისძიების ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

„ეს არის ისტორიული პროექტი და დღეს ჩვენ ყველა ვართ ამ ისტორიული ფაქტის მომსწრეები, როდესაც საშუალება გვეძლევა პირველად ვიმგზავროთ ახალ ხაზზე მატარებლით. ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი, სამი სახელმწიფოსთვის, მისი წყალობით საშუალება გვეძლევა განვავითაროთ ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობები. მოგეხსენებათ, რომ პროექტი დაიწყო აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის, მისი რეგიონული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ემატება ყაზახეთი და თურქმენეთი და მთლიანად აბრეშუმის გზა ლონდონიდან პეკინამდე გადაიჭიმება. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას როგორც ჩვენს, ასევე რეგიონის ქვეყნებს შორის, შესაბამისად,  მოკლე ვადაში ვაპირებთ ამ პროექტის დასრულებას და გახსნას“ - აღნიშნა თურქეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრმა.

ოთხი ქვეყნის დელეგაციებმა, გაფართოებული შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე, ახალქალაქი-კარწახის მონაკვეთზე აშენებული საკონტეინერო ტერმინალი და ახალქალაქის ვაგზალი დაათვალიერეს, სადაც უკვე დასრულებულია კონსტრუქციების მშენებლობა და შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

„ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა ძალიან მნიშვნელოვან შესაძლებლობებს გახსნის ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან ერთად ჩამოსულები არიან  ყაზახი კოლეგები. ჩვენ თურქეთთან, აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად ჩამოყალიბებული გვაქვს ასოციაცია „შუა დერეფანი,“ ეს არის  უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც დააკავშირებს შუა აზიის ქვეყნებს ჩვენს რეგიონთან, თურქეთთან, ჩინეთს დააკავშირებს ჩვენი რეგიონისა და ევროპის ბაზრებთან.  ჩვენი შეხვედრის მიზანია, რომ გავეცნოთ პროგრესს, რომელიც არსებობს როგორც თურქეთის მხარეს, ასევე საქართველოს მონაკვეთზე და გამოვთქვამთ იმედს, რომ უახლოეს მომავალში ამ დერეფანს უკვე პირველი ბლოკმატარებელი გაივლის“ -  განუცხადა ჟურნალისტებს „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელმა, მამუკა ბახტაძემ.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის ქართულ მონაკვეთზე პირველმა სატესტო მატარებელმა 2015 წლის 29 იანვარს  გაიარა. ამჟამად პროექტის უდიდესი ნაწილი დასრულებულია და მისი ამოქმედება უახლოეს პერიოდში იგეგმება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge