png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

4 აგვისტოდან, ყაზანიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისების განხორციელება იწყება

  • ეკონომიკა
  • 20.07.2017
  • 17:30
 4 აგვისტოდან, ყაზანიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისების განხორციელება იწყება

4 აგვისტოდან, რუსეთის ქალაქ ყაზანიდან თბილისის მიმართულებით ავიარეისების განხორციელება იწყება. როგორც რუსული მედია წერს, აღნიშნულის შესახებ განცხადება Twitter-ის მიკრობლოგზე ტურისტული კომპანია AVT-ის ხელმძღვანელმა აზამატ საბიროვმა გააკეთა. რეისები ყოველ ორშაბათს და პარასკევს შესრულდება.

როგორც ცნობილია აღნიშნულ მიმართულებაზე ფრენას ივნისიდან ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი გეგმავდა, თუმცა როგორც ავიაკომპანიის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, რუსეთის ფედერაციის საავიაციო ხელისუფლებამ Georgian Airways-ს ყაზანის მიმართულებით ფრენებზე უარი განუცხადა.

საბოლოოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, რუსული ავიაკომპანია Ural Airlines-ი 5 აგვისტოდან მოსკოვის ჟუკოვსკის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს, Georgian Airways-ს კი რუსეთის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ გაუქმებული 4 რეისი აღუდგინა. ასევე Georgian Airways-მა ყაზანის მიმართულებით ფრენების უფლებას მოიპოვა.

„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ყოველთვის მხარს უჭერს ადგილობრივ ინდუსტრიებს, მათ შორის ადგილობრივი საავიაციო ინდუსტრიის განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის, როგორც სატრანსპორტო ჰაბისა და ტურისტულად მიმზიდველი მიმართულების პოზიციონირებისთვის.

ადგილობრივი საავიაციო ინდუსტრიის მხარდაჭერისთვის ბოლო პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორისაა შიდა საავიაციო გადაყვანა-გადაზიდვის, აგრეთვე შიდა საავიაციო სამუშაოების გათავისუფლება დღგ-სგან და ამ სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო საწვავი და საპოხი მასალების გათავისუფლება იმპორტის გადასახადისგან, აქციზისა და დღგ-სგან. აღნიშნული მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს და ხელს უწყობს რესურსების დარჩენას კომპანიებში.

სახელმწიფო მხარდაჭერის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შუამდგომლობით მოხდა ქართული კომპანია „ჯორჯიან ეარვეისისთვის“ იმ 4 სიხშირის აღდგენა, რომელიც რუსეთის საავიაციო ხელისუფლების მიერ 15 ივლისს იქნა შეჩერებული. შედეგად, კომპანიას აქვს შესაძლებლობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს მოსკოვი-თბილისის მიმართულებით რეისების განხორციელება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შემდგომშიც გააგრძელებს ადგილობრივი კომპანიების მხარდაჭერას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ათვისება. ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია ადგილობრივი საავიაციო ინდუსტრიის შემდგომი მხარდაჭერა, რითაც ხელს ვუწყობთ საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ტურისტული ჰაბის ჩამოყალიბებას. თუმცა, ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმარებლების ინტერესების დაცვა. სამინისტრო იმედოვნებს, რომ ადგილობრივი კომპანიები, სახელმწიფო მხარდაჭერის გათვალისწინებით, უზრუნველყოფენ მომხმარებლებს შესაბამისი ხარისხისა და ფასის მომსახურებით“, აღნიშნულია 17 ივლისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge