png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

აქციას - "არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში" ,,ქართველთა მარში“ მორიგი აქციით უპირისპირდება

  • საზოგადოება
  • 21.07.2017
  • 11:57
 აქციას - "არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში" ,,ქართველთა მარში“ მორიგი აქციით უპირისპირდება

,,ქართველთა მარში“ 23 ივლისს ფაშიზმის საწინააღმდეგო აქციის კონტრაქციას გეგმავს. ნეოფაშისტური მსვლელობის ერთ-ერთი ორგანიზატორი კონსტანტინე მორგოშია Facebook-ში წერს, რომ 23 ივლისს, აღმაშენებლის გამზირზე ,,ევროპული საქართველოს“  დაგეგმილ აქციას არ დაუშვებს.

"SOS!!! SOS!!! SOS!!! გაიზიარეთ ყველამ!!! გადაწყდა!!! 23 ივლისს, 19:00-ზე მთელი საქართველო ვიკრიბებით ბოკერიას და მისი მოღალატე თანამოაზრეების დასახვედრად!!! 23 ივლისი თანამედროვე დიდგორის ბრძოლაა!!! 

P.S გიგა ბოკერია, შენ თუ 23 ივლისს აღმაშენებელზე გაიარო... მე ვიყო მიშა სააკაშვილი" - წერს მორგოშია და ე.წ ქართული მარშის ორგანიზატორების მიმართვას აქვეყნებს.

"მოგმართავთ თქვენ, ჩვენი ქვეყნის ყველა პატრიოტს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამაყობს, რომ ქართველია. 23 ივლისს, აღმაშენებლის გამზირზე რკინიგზელთა სახლთან, 19:00-ზე მობრძანდით, რათა არ დავუშვათ ეს სამარცხვინო მსვლელობა. ის ხალხი, ვინც ამ მსვლელობას აპირებენ, არიან ქვეყნის მოღალატენი და არცხვენენ ჩვენი წინაპრების სახელს" - წერია მიმართვაში.

"არა რუსულ ფაშიზმს საქართველოში" - ამ სახელწოდების აქცია ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა. მსვლელობა 23 ივლისს, 20:00-ზე გაიმართება. აქციის მონაწილეები აღმაშენებლის და თამარ მეფის ქუჩების კვეთაზე აპირებენ შეკრებას.

,,ქართველთა მარში“ აღმაშენებლის გამზირზე 14 ივლისს გაიმართა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge