ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა მცირე მიძინებული ჯგუფები რჩებიან - ვიცე-პრეზიდენტი
- მსოფლიო
- 21.07.2017
- 12:05
„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებს უკვე აღარ შეუძლიათ ერაყის ტერიტორიაზე გადაადგილება, მაგრამ მიძინებული ჯგუფები ქალაქებში, მათ შორის ბაღდადში მაინც რჩებიან. ამის შესახებ ერაყის ვიცე-პრეზიდენტმა ნური ალ-მალიქმა განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში სულ სამი ან ხუთი ათასი მებრძოლი იყო. „ჩვენ გავანადგურეთ ორ-სამი ათასი, დანარჩენი მიძინებულ ჯგუფებად, ან ლტოლვილებთან ერთდა არიან გაქცეულნი“, - აღნიშნა ალ-მალიქმა.
გასულ კვიარს ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხება ოფიციალურად გამოაცხადა. ქალაქს მებრძოლები სამი წლის განმავლობაში აკონტროლებდნენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200