მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ გახსნის თარიღი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის - ნარმანია
- პოლიტიკა
- 21.07.2017
- 13:16
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ გახსნის თარიღი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.
მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ახალი სადგურის ტესტირებისას გარკვეული პრობლემები გამოიკვეთა, რამაც შესაძლოა, სადგურის გახსნის თარიღი გადადოს, სიმართლეს არ შეესაბამება.
„მუნიციპალური განვითარების ფონდი კონტრაქტორ კომპანიასთან ერთად ასრულებს ძირითად სამუშაოებს, რომლის შემდეგ ტესტირების პროცესი წარიმართება. გახსნის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუმცა სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200