ქეით მიდლტონი ონკოლოგიურ ცენტრში იმყოფება
- მსოფლიო
- 21.07.2017
- 14:50
პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი გერმანიაში იმყოფებიან. უცხოური მედიის ცნობით, კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია გეიდელბერგის ონკოლოგიურ ცენტრში ექსკურსიაზე გაემგზავრნენ.
საავადმყოფოში ვიზიტისთვის ქეითმა ლამაზი, ნათელი ყვითელი ფერის კაბა შეარჩია, უილიამმა კი მოდური პიჯაკი ჰალსტუხთან ერთად. კლინიკაში მათ ქათქათა თეთრი ხალათები მოირგეს.
სტუმრებს კლინიკაში ლაბორატორია დაათვალიერებინეს.
ექსკურსიის დროს სამეფო ოჯახის წარმომადგენლები შეხვდნენ ნობელის პრემიის ლაურეატს მედიცინისა და ფიზიოლოგიის დარგში ჰარალდ ცურ ჰაუზენს.
საღამოს ჰერცოგისა და ჰერცოგინიასთვის საზეიმო ვახშამს მოაწყობენ ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200