png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დავით ნარმანიამ ასათიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

  • საზოგადოება
  • 23.07.2017
  • 13:16
 დავით ნარმანიამ ასათიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, GWP-ს ოპერაციული მართვის დირექტორთან მამუკა კიკალიშვილთან და საბურთალოს გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან  ერთად, მიხეილ ასათიანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ასათიანის ქუჩაზე წყალსადენის და წყალარინების ქსელის რეაბილიტაციას ახორციელებს. წყალსადენის მაგისტრალური ქსელის და განშტოებების 240 გრძივი მეტრი იცვლება ახლით. პარალელურად წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით  7 ახალი ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული მონტაჟდება. წყალსადენის ახალ ქსელზე  7 საკვანძო-სათვალთვალო ჭა მოეწყობა. ამასთანავე წყალარინების ქსელის 100 გრძივი მეტრი იცვლება ახლით, რომელზეც განახლდება სათვალთვალო ჭები.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასფალტის ახალ საფარს საბურთალოს გამგეობა დააგებს. სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და აგვისტოს დასაწყისში დასრულდება.

„ასათიანის ქუჩაზე ძალიან მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქუჩაზე წლების მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანების გამო მიწის საფარი იყო ჩაწეული. ამჟამად მასშტაბური კაპიტალური რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ცვლის მიწისქვეშა კომუნიკაციებს. ხდება დაერთებები გარშემო დასახლებებთან. მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოების დასრულების შემდეგ საბურთალოს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია მოაწყობს გზის საფარს და ტროტუარებს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge