png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან „ჯიპას“ 282 ათასი ლარი გადაურიცხა - აუდიტის დასკვნა

  • პოლიტიკა
  • 24.07.2017
  • 16:32
 გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან „ჯიპას“ 282 ათასი ლარი გადაურიცხა - აუდიტის დასკვნა

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის თანახმად, გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან „ჯიპას“ 282 ათასი ლარი გადაურიცხა.

პრეზიდენტმა 2015-2016 წლებში 7 პროექტი დააფინანსა. მათგან ყველაზე მეტი, 282 ათასი ლარი საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (ჯიპა) გადაეცა პროექტისთვის “სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი”.

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პროექტები:

აიპ „პლატფორმა ცვლილებისათვის“ - პროექტი “ სოფლის ფოტოკლუბი პანკისი“ – 19 ათასი ლარი

აიპ „უსაფრთხო განვითარების ხიდი“ -  პროექტი  „გაძლიერდი და შეიცვალე“ – 13.9 ათასი ლარი

ააიპ კავშირი „საფარი“ – პროექტი  „ადრეულ ქორწინებასთან ბრძოლის სტრატეგიის განსაზღვრა“ – 19,9 ათასი ლარი

აიპ „აფხაზეთის ვირტუალური არქივი“ - პროექტი „აფხაზეთის ვირტუალური არქივი“ – 95,1 ათასი ლარი

თსუ „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი“ - პროექტი „ქართულ-ოსური ლიტერატურული და კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობისათვის“ – 58,8 ათასი ლარი

აიპ „დემოკრატიის ლაბორატორია“ - პროექტი „მე და კონსტიტუცია“ -120 ათასი ლარი

აიპ „ საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტი“ - პროექტი „სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი“ -282,3 ათასი ლარი.

ცნობისთვის,  პრეზიდენტი „ჯიპაში“ 12 წლის განმავლობაში მუშაობდა, 2006-2010 წლამდე კვლევით დეპარტმენტს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2010-იდან 2012 წლამდე რექტორის თანამდებობა ეკავა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებისა და ადმინისტრაციის ბიუჯეტის შესწავლა თავად ადმინისტრაციის მოთხოვნით, განხორციელდა. 

”ჩვენ ვართ სახელმწიფო ხარჯებზე და მუდმივად ვკითხულობთ და გვაინტერესებს, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო ხარჯების გაუმჯობესება. ეს იყო მიზეზი, თუ რატომაც ვთხოვეთ აუდიტის სამსახურს შემოსვლა. რაც შეეხება აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებს, რომლებიც ეხება პრეზიდენტის სარეზერვო ხარჯებს, აქ არცერთ შემთხვევაში არ არის საუბარი, რომ რაიმე ტიპის ხარჯი იყო არასწორად გაწეული. აქ არის სარეკომენდაციო ხასიათი, თუ ბიუჯეტის რომელი ნაწილიდან ჯობდა ხარჯის გაწევა. ორივე არის ბიუჯეტის ფული მოგეხსენებათ, უბრალოდ საუბარი იყო თუ ბიუჯეტის რომელი ნაწილიდან იქნებოდა უფრო ეფექტური ხარჯის გაწევა. ჩვენ დავეთანხმეთ, რადგან ეს არანაირი პრინციპული საკითხი არ იყო”, - განაცხადა აბაშიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge