png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

შსს განცხადებას ავრცელებს

  • სამართალი
  • 25.07.2017
  • 10:43
შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კომპანია „იბერია ავტოცენტრთან“ გაფორმებული ხელშეკრულება კორუფციის ნიშნებს შეიცავს, არის სრული დეზინფორმაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით განვმარტავთ:

შსს-სთვის ავტომობილების შეძენა წარმოადგენს საპოლიციო საქმიანობის განხორციელების აუცილებელ საჭიროებას და მოცემული ფაქტის განსაკუთრებულ მოვლენად წარმოჩენა არის სპეკულაცია. გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ამ კონტრაქტით შს სამინისტრო ახორციელებს მხოლოდ საპოლიციო დანიშნულების ავტომობილების შეძენას, რაც პოლიციის სრულფასოვან მუშაობას ემსახურება და კანონის მოთხოვნებითაა ნაკარნახევი.

შსს-ს მიერ ტენდერის გზით, საპოლიციო მიზნებისთვის ავტომობილების შეძენა 2007 წლიდან დღემდე, ყოველწლიურად ხორციელდება.

საპოლიციო დანიშნულების ავტომობილების ერთიანი ტექნიკური სტანდარტი (მათ შორის, ტექნიკური სატენდერო მოთხოვნების სახით) ჩამოყალიბდა 2007 წლიდან, როდესაც საპატრულო პოლიციამ საქართველოს მასშტაბით სრულად ფუნქციონირება დაიწყო.

2007 წლიდან დღემდე (გარდა 2014 წლისა), ტენდერი იმართება ყოველწლიურად, ერთი და იმავე სატენდერო პირობების, ტექნიკური მახასიათებლებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების გათვალისწინებით. 2017 წელს სატენდერო პირობებში არანაირი ცვლილება შეტანილი არ ყოფილა. 2007-2017 წლების განმავლობაში ტენდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებდა ერთი და იგივე კომპანია, რომელიც ბაზარზე გამოირჩევა იმით, რომ აქვს დიდი გამოცდილება და რესურსი, საქართველოში ექსკლუზიურად შემოჰყავს და სერვისს უწევს პოლიციის საქმიანობისთვის ყველაზე მოხერხებულ და ეკონომიურ ავტომობილებს. აღსანიშნავია, რომ ამ მოდელის ავტომანქანებს წარმატებით იყენებს ათობით ევროპული ქვეყნის პოლიციის სამსახურები.

ამდენად, საუბარი სატენდერო პირობების მორგებაზე სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად'', - ნათქვამია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge