png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკმა ნივთების დონაციის ონლაინ პლათფორმა შექმნა

  • ეკონომიკა
  • 25.07.2017
  • 13:57
 საქართველოს ბანკმა ნივთების დონაციის ონლაინ პლათფორმა შექმნა

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა ნივთების დონაციის ონლაინ პლათფორმის შექმნის შესახებ. პლათფორმა www.donate.ge ყველა მსურველს საშუალებას აძლევს, სრულიად უსასყიდლოდ მოახდინოს ნივთების გადაცემა მათთვის ვისაც ეს ჭირდება. აღნიშნული პლათფორმის მეშვეობით, ყველა მსურველს მარტივად შეეძლება იზრუნოს და გაიღოს ნივთები ქველმოქმედებისთვის. ამისათვის, ნებისმიერი ადამიანი მხოლოდ უნდა ეწვიოს ვებსაიტს www.donate.ge, შეავსოს მარტივი აპლიკაცია - მიუთითოს საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართი და ნივთების აღწერა, ამის შემდეგ მითითებულ მისამართზე, მას მიაკითხავს ავტომობილი და წაიღებს ქველმოქმედებისთვის განკუთვნილ ნივთებს. ყველა შეგროვებული ნივთი, შემდგომ გადაეცემა, როგორც ორგანიზაციებს ასევე ფიზიკურ პირებს, ბენეფიციარებს შორის არიან: თავშესაფრები, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები, იძულებით გადაადგილებული  და სოციალურად დაუცველი პირები, სოციალურად შეჭირვებული ოჯახები  და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები.

ონლაინ პლათფორმა www.donate.ge-ზე განახლებად რეჟიმში, გამოჩნდება შეგროვებული ნივთების, ქველმოქმედი ადამიანების და ბენეფიციარების რაოდენობა. ქველმოქმედებისთვის გასაცემი ნივთების მიტანა, ასევე შესაძლებელია Donate-ის ოფისშიც, მისამართზე: ც.დადიანის N7-ში (სავაჭრო ცენტრი ქარვასლა). ამ ეტაპზე, დონაციისთვის განკუთვნილი ნივთების შეგროვება, თბილისის მასშტაბით განხორციელდება, შეგროვებული ნივთები კი საქართველოს მასშტაბით დარიგდება.

საქველმოქმედო პლათფორმა www.donate.ge-ზე ნებისმიერ მსურველს ასევე, შესაძლებლობა აქვს ონლაინ რეჟიმში მარტივად გადარიცხოს თანხა, მისთვის სასურველ ფონდში. მნიშვნელოვანია, რომ ფონდის ანაგრიშზე ისახება ზუსტად ის თანხა რასაც მომხმარებლი გადარიცხავს, ანუ მომხმარებლის მიერ გაწეული შესაწირიდან არ იქვითება საკომისიო. შესაბამისად, საქველმოქმედო ფონდები თანხების შეგროვებას საკომისიოს დაქვითვის გარეშე შეძლებენ. თანხის გადარიცხვა მსურველს ნებისმიერი საბანკო ბარათით შეუძლია. ასევე, შესაძლებელია ყოველთვიური ავტომატური დონაციის მოდულის ჩართვა, რაც საშუალებას მისცემს მსურველს, აირჩიოს მისთვის სასურველი ფონდი, თანხა და ვადა, რის შემდგომაც მისი ანგარიშიდან ავტომატურად მოხდება თანხის ფონდში გადარიცხვა. აღნიშნული ფუნქციის ჩართვისასაც, გადარიცხვა ყოველგვარი საკომისიოს გარეშე განხორციელდება. საქველმოქმედო პლათფორმაზე donate.ge გაერთიანებულია საქართველოში მოქმედი ფონდები: WeHelp, „სოლიდარობის ფონდი“, ფონდი „იავნანა“, „დიტო ცინცაძის ფონდი“ და ფონდი „სიცოცხლის ხე“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge