მამაკაცი, რომელიც ადამიანებს ელექტროხერხით თავს დაესხა, დაკავებულია
- მსოფლიო
- 26.07.2017
- 10:55
მამაკაცი, რომელიც შვეიცარიაში ადამიანებს ელექტროხერხით თავს დაესხა, დაკავებულია.
50 წლის ფრანც ვრუსისი შემთხვევის ადგილიდან 60 კმ-ის მოშორებით ქალაქ ტალვილში დააკავეს.
ვრუსისს, რომელიც ტყეში ცხოვრობდა, სადაზღვევო კომპანიის ოფისში ორ ადამიანზე თავდასხმაში ადანაშაულებენ.
თავადამსხმელის საძიებო ოპერაციაში 100-ზე მეტი შვეიცარიელი და გერმანელი პოლიციელი მონაწილეობდა.
სადაზღვევო კომპანიის ოფისში მამაკაცი ელექტროხერხით თავს დაესხა ორ თანამშრომელს. ერთი მათგანი სერიოზულად გაუკეთდა. კომპანიის განცხადებით, ფრანც ვრუსისი მათი კლიენტი იყო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200