საფრანგეთში ტყის ხანძრის გამო 10 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო
- მსოფლიო
- 26.07.2017
- 11:24
10 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა საფრანგეთის სამხრეთით ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის გამო.
სახანძრო სამსახურის თანამშრონელთა ცნობით, ხანძარი გავრცელდა ვარის დეპარტამენტის დასახლებულ პუნქტებთან ლონდ-ლე-მორთან და კაპ ბენატთან ახლოს.
ტყის ხანძარი საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით რამდენიმე დღეა მძვინვარებს. მისი საერთო ფართობი 3 ათას ჰექტარს შეადგენს.
ამ დროისათვის ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 19 სპეცთვითმფრინავი და ორიათასზე მეტი მეხანძრე მონაწილეობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200