png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

NDI-ის კვლევის მიხედვით, ქვეყნის მოსახელობის მთავარ პრობლემად სამუშაო ადგილები რჩება

  • საზოგადოება
  • 26.07.2017
  • 11:41
NDI-ის კვლევის მიხედვით, ქვეყნის მოსახელობის მთავარ პრობლემად სამუშაო ადგილები რჩება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგად, გამოკითხვის მიხედვით, ქვეყნის მოსახელობის მთავარ პრობლემად, კვლავ სამუშაო ადგილები რჩება. პრობლემების ჩამონათვალში, 2009 წლიდან უმუშევრობა ნომერ პირველ პრობლემად სახელდება, 2017 წელსაც იგივე პრობლემა აწუხებს მოსახლეობის 52 პროცეცენტს.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 52% ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილებს ასახელებს.

კვლევის მიხედვით, კითხვაზე, რომელი საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი - 52% სამუშაო ადგილებს, 31% - სიღარიბეს; 30% - ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს.

28% - ფასების ზრდასა და ინფლაციაზე ამახვილებს ყურადღებას; 25% - ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას, 22% - პენსიებს, 16% კი, ხელფასებს ასახელებს.

კვლევის ავტორები მიუთითებენ, რომ ეს ჩამონათვალი 2009 წლის შემდეგ არ შეცვლილა.

კითხვაზე, როგორ შეიცვლება თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა მომდევნო 12 თვის განმავლობაში - მხოლოდ 1% აცხადებს, რომ ძალიან გაუმჯობესდა. 22% მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ გაუმჯობესდა, 51%-ისთვის ეკონომიკური მდგომარეობა იგივე დარჩა, 10%-თვის ნაწილობრივ გაუმჯობესდა, 2% კი აცხადებს, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა მომდევნო 12 თვის განმავლობაში ძალიან გაუარესდება.

კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ გამოკითხულთა 62% თავს დაუსაქმებლად, ხოლო 38% დასაქმებულად თვლის.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდს მოიცავს. კვლევა საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge