png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თბილისში ინდური ფილმის გადაღება მიმდინარეობს

  • კულტურა
  • 26.07.2017
  • 12:37
თბილისში ინდური ფილმის გადაღება მიმდინარეობს

საქართველო, როგორც კინოგადაღების მოედანი, უფრო და უფრო დატვირთული ხდება და   კინოინდუსტრიის წახალისების პროგრამით „გადაიღე საქართველოში“ დაინტერესებულთა რიცხვიც ყოველდღიურად მატულობს. პროგრამის  ფარგლებში, მისი ამოქმედებიდან მცირე დროში კიდევ ერთი, ახალი, რიგით მეშვიდე პროექტი ხორციელდება. 

კომედიური ჟანრის ინდური  ფილმის „SONU KE TITU KI SWEETY” გადაღებები თბილისის მასშტაბით ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 25 ივლისს ფილმის რამდენიმე ეპიზოდის გადაღება ძველი თბილისის ქუჩებში გაიმართა, ეკონომიკის სამინისტროს სსიპის „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი ოთარ ანთია ესწრებოდა. მისი განცხადებით,  „გადაიღე საქართველოში“  პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტში,  რომლის ბიუჯეტიც 800 000 ლარს აღემატება, 150-მდე ადგილობრივი   დასაქმდება. 

 „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის კინოინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში მიმდინარეობს რიგით მეშვიდე საერთაშორისო კინოპროექტის განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა 2016 წელს დაიწყო, არსებული სტატისტიკა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ პროგრამა „აწარმოე საქართველოში“  ზუსტად არის მორგებული იმ საჭიროებას, რომლითაც საქართველო ახდენს საერთაშორისო დონეზე პოზიციონირებას, როგორც მიმზიდველი კინოლოკაცია. წინამორბედი 6 პროექტის ფარგლებში ქართულ რეალობაში განხორციელდა 9 მილიონ ლარამდე მოცულობის ინვესტიცია და შეიქმნა 700-მდე ახალი სამუშაო ადგილი.“ - აღნიშნა ოთარ ანთიამ.

მოცემული ეტაპისთვის, პროგრამა „გადაიღე საქართველოში“, რომელსაც სსიპ „აწარმოე საქართველოში“ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს  7 პროექტს,   საიდანაც გადაღებები უკვე დასრულებულია 6 ფილმზე, ხოლო 1 ფილმის გადაღებებები ამჟამად მიმდინარეობს.

„სარკე სტუდიამ“ დაიწყო თანამშრომლობა ერთ-ერთ დიდ ინდურ კომპანიასთან, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა ბოლივუდური მასშტაბური ფილმის გადასაღებად. პროექტში ქართული მხრიდან  100 მეტი ადამიანია დასაქმებული ყოველდღიურად. დღეს მეოთხე გადასაღები დღეა. ტექნიკურად ძალიან გამართული ჯგუფია, თვითონაც მომზადებულები ჩამოვიდნენ და ჩვენი მხრიდანაც პროფესიონალები დახვდნენ. ყველაზე კარგი ის არის, რომ ძალიან კმაყოფილები არიან და კიდევ გეგმავენ ჩვენთან თანამშრომლობას.” - აღნიშნა პროდიუსერმა აკო მაჭავარიანმა.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა საერთაშორისო საპროდიუსერო კომპანიებთან აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საქართველოში ფილმების გადაღებასთან დაკავშირებით. როგორც „გადაიღე საქართველოში“ პროგრამის წარმომადგენლები აცხადებენ,  პროგრამისა და ქვეყნის, როგორც აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის საერთაშორისო მასშტაბით პოპულარიზაციისა და საქართველოს პოტენციალის წარმოჩენის კუთხით სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge