წაღვერში ხანძრის ჩაქრობას ვერტმფრენით ცდილობენ
- საზოგადოება
- 26.07.2017
- 15:37
წაღვერში, არჯევანიძის ტყეში ხანძრის ჩაქრობის პროცესში ვერტმფრენი ჩაერთო.
შშს-ს ცნობით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან მოშორებითაა, ამიტომ მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აღნიშნეს, ტყეში ხანძარი რამდენიმე ათას კვ.მ-ზეა გავრცელებული.
ხანძარი წაღვერის ტერიტორიაზე შერეული ტიპის ტყეს რამდენიმე საათის წინ გაუჩნდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200