png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

,,ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ, დედუ, შენ... მაპატიე'' - მანჩო გიორგიბიანის ემოციური პოსტი გარდაცვლილ შვილზე

  • ეს საინტერესოა
  • 26.07.2017
  • 16:48
,,ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ, დედუ, შენ... მაპატიე'' - მანჩო გიორგიბიანის ემოციური პოსტი გარდაცვლილ შვილზე

მანჩო გიორგობიანის ემოციური პოსტი შვილზე, რომელსაც ,,პრაიმნიუსჯორჯია'' უცვლელად გთავაზობთ:

,,ჩემი სუნთქვა, დედას ნეტარება (ასეც ვეძახდი).. როგორ უაზროდ და უსახელოდ დაიღუპა თავი , არადა, როგორ მინდოდა ქვეყნის საამაყო შვილი გამეზარდა, მონდოდა მეტრაბახა, როგორც ჩვეულებრივ ამბავს , ისე ვიღებდით ყველა სანდროს ქებას... სულაც არ მიკვირდა.. და მამამისი ხომ საერთოდ, გიჟი მამა , მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ყურადღებიანი და აქტიური მამა (მე თითიც არ გამინძრევია...), ან რა განათლება მისცა, ან როგორ დასდევდა, ფეთიანივით ...ხანდახან მეცოდებოდა ხოლმე სანდრო... ახრჩობდნენ ყურადღებით უსაყვარლესი , გამზრდელი ბებია-ბაბუები , ბებია-ბაბუების ძმები და დები, ბიძები, ბიძაშვილები.. დეიდაშვილები, ყველა, მარტო ტელეფონზე კითხვა -პასუხს ვერ აუდიოდა ხოლმე, ყველა სათითაოდ ურეკავდა.. მეგონა ზედმეტად აწუხებდნენ, თურმე ამაოდ.. და მაინც წამი, შეცდომა და აღარ არის , გაქრა, წაიყვანა ღმერთმა უკან, დამსაჯა, სათანადოდო ვერ ვუფრთხილდებოდი მის საჩუქარს..აღარ ჩამთვალა ღირს დედად...
ყველას რჩეული - ისეთი თბილი და ტკბილი იყო, ჩემი "ვაწალები და ღუდელები" "საკალელი ბეგუცებით" , რომ ღმერთის საჩუქარს ("ბოჟიი პოდაროჩეკს") ვეძახდით , ხუმრობის გარეშე... ან თვითონ როგორი მოსიყვარულე შვილი , შვილიშვილი, ძმა და მეგობარი იყო, ან როგორი საუკეთესო მეგობრები ჰყავს... ჭკვიანები, ჯანმრთელები, ან რა ჯიში , ან რა გენი.. საქართველოს ულამაზესი მომავალი...
დღემდე, სიზმარში მგონია თავი, ყველაფერს ველოდი , მაგრამ ასეთ სასიკვდილო სილულელეს არა... ყმუილი მინდა... ალაბთ ჩემი ბრალია, მე ვაძლევდი ძალიან დიდ , ალბათ გადამეტ თავისუფლებას , რომ თვითონ, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე გაეკეთებინა არჩევანი , მეგონა, ასე უფრო სწორი იყო ... ვფიქრობ, ვფიქრობ, გასკდა თავი..... შეცდომებს ვეძებ ჩემს აღზრდაში, რომ მიკაზე და რეზიზე არ დამემართოს იგივე შეცდომა თუ შეცდომები, აღარც ვიცი. .ვკვდები და არც ვკვდები, ყველაფერი მტკივა - სული, ხორცი, ძვალი, შიგნეულობა მეწვის, გული სკდება და არც გასკდა, რომ დავისვენო ამ ჯოჯოხეტური ტკივილისგან... ალბათ დავიმსახურე.. მაგრამ მაინც ქვა და რკინა ვარ.. ყველაფერს გავუძლებ, შევძლებ და მეც გამოვსწორდები ... კლდედ გადავიქცევი და აღარასდროს დავეცემი .. შენ როგორი დედაც გინდოდა, ისეთი გავხდები ჩემო , მსოფლიოში, ერთადერთო და განუმეორებელო , ჩემო მზეო, მანათობელო... მახსენდება და მეცინება, ხანდახან მიკაზე და რეზიზე რომ ეჭვიანობდი, ისინი ჩემზე მეტად გიყვარსო, სულ იმათზე ფიქრობო , არადა თვითონ, ჩემზე მეტად პატრონობდა თავის უმცროს ძმებს... ( ვითომ , თვითონ, ძალიან დიდი მყოლოდა , სულ რაღაც 2 და 4 წლით უფროსი იყო და კაცობდა , "აკონტროლებდა" , ფეხის ზომებიც კი ზეპირად იცოდა.. რომ რამის ყიდვა არ შეშლოდა..)))))... არა დეე, უბრალოდ იმათ, დედა, ადრე გარდაეცვალათ და უბრალოდ, შენზე მეტს ვეფერებოდი... ერთნაირად მიყვარხართ დე,...
ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ, დედუ, შენ ...მაპატიე, ხანდახან ვცოდავ ხოლმე და მსოფლიოსი ყველაზე უბედური ადამიანი მგონია თავი, არადა ვგრძნობ, რომ შენ კარგად ხარ, ჩემთან როდის ხარ ხოლმე და მამაშენს როდის დასდევ ხოლმე რომ დაეხმარო, მაგასაც ვგრძნობ.. მაპატიე, ყველაფერს მოვინანიებ და როდესაც ღმერთი მომცემს უფლებას, მოვალ და ჩაგეხუტები გულის მხრიდან მოგიწვები და მერე, სულ ერთად ვიქნებით, წამითაც არ მიგატოვებ... აღარასოდეს დე'', - წერს მანჩო გიროგობიანი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge