png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) კვლევის ანგარიშს აქვეყნებს

  • საზოგადოება
  • 27.07.2017
  • 10:45
ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) კვლევის ანგარიშს აქვეყნებს

ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოში ორჯერ გაიზარდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც თვლიან, რომ მათი უფლებები დაცულია. მოუხედავად ამისა, საქართველოს ყოველი მეორე მოქალაქე შიშობს, რომ მისი პერსონალური მონაცემები დაუცველია. თითქმის მესამედი (27% საშუალოდ, 36% თბილისში) მიიჩნევს, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად შრომის უფლებები ირღვევა. ხოლო ნახევარზე მეტი თვლის, რომ საქართველოში ირღვევა ეროვნული/ეთნიკური (57%) და რელიგიური (57%)უმცირესობების უფლებები.

ეს შედეგები გამოავლინა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაკვეთით ჩატარებულმა კვლევამ, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლა ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის მიმართ.

კვლევის ანგარიშის წარდგენას, რომელიც 26 ივლისს გაიმართა, ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის, სამოქალქო საზოგადოების, საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები.

„ადამიანის უფლებები ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის ქვაკუთხედია. ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოს მთავრობას ადამიანის უფლებების დაცვის თანმიმდევრული პოლიტიკისა და ეფექტური მექანიზმების შემუშავებაში. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ღია მსჯელობას სამოქალაქო საზოგადოებასა და მოსახლეობასთან“, - განაცხადა ვინსენტ რეიმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, კლევის ანგარიშის წარდგენაზე.

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კვლევააფასებს მოსახლეობის ინფორმირებულობას ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ  და იძლევა საქართველოში არსებული საზოგადოებრივი წარმოდგენების სურათს.

„კვლევის ანგარიშიმნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას, უფლებადამცველ ინსტიტუტებსა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, და ხელს უწყობს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას ადამიანის უფლებების მიმართ პატივისცემის, სამართლიანი, მშვიდობიანი და მდგრადი  განვითარების მისაღწევად“, - აღნიშნა შომბი შარპმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედმა ხელმძღვანელმა საქართველოში.

კვლევა „საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობაადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ“ ეყრდნობა 5 ათასი პირისპირ გამოკითხვის, 14 ფოკუს ჯგუფისა და 29 ჩაღრმავებული ინტერვიუს შედეგებს. ჩაღრმავებული ინტერვიუები ჩატარდა საჯარო სექტორის, ბიზნესის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ლგბტ თემის წარმომადგენლებთან. 

სადაც შესაძლებელია, კვლევის შედეგები შედარებულიაგაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ2012 წელს განხორციელებული მსგავსი კვლევის მიგნებებთან. 

კვლევა ჩაატარა ქართულმა კვლევითმა კომპანიამ „ეი-სი-თი“ 2016 წლის სექტემბრიდან 2017 თებერვლამდე, ევროკავშირის შემდეგი პროგრამების ფარგლებში - „ადამიანის უფლებები ყველასათვის“ და „მართლმსაჯულება ყველასათვის“. ევროკავშირის ეს ინიციატივები ხელს უწყობენ საქართველოს 2014-2020 წლის ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიის განხორციელებას და მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმებს. 

კვლევის ანგარიში განთავსებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ვებ-გვერდზე: www.ge.undp.org

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge