კრემლში სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის თემა არ ანტერესებთ - პესკოვი
- მსოფლიო
- 27.07.2017
- 15:48
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლში მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის თემა არ აინტერესებთ.
„ეს კრემლის ინტერესის საგანს არ წარმოადგენს“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
გუშინ უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. როგორც უკრაინის შსს-ის კოლეგიის წევრმა ანტონ გარაშენკომ განაცხადა, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინულ მხარეს წარუდგინა ინფორმაცია, რომელიც სააკაშვილმა მოქალაქეობის მიღების დროს დამალა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200