png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი შრომის უსაფრთხოების კანონის პროექტზე მუშაობს

  • საზოგადოება
  • 27.07.2017
  • 16:46
 ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი შრომის უსაფრთხოების კანონის პროექტზე მუშაობს

შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის სამუშაო ჯგუფმა დღეს რიგით მე-3 შეხვედრა გამართა. კომიტეტის წევრთან, დიმიტრი ცქიტიშვილთან ერთად დღეს კანონპროექტის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს. 

კანონპროექტის მიზანია დასაქმებულთა სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო გარემოს შექმნა და მათი ჯანმრთელობის დაცვა, ასევე შრომის ბაზარზე არსებული საწარმოებისთვის შრომის უსაფრთხოების კუთხით ოპერირების ერთიანი სტანდარტების განსაზღვრა.

სამუშაო შეხვედრები კანონპროექტის მეორე მოსმენისთვის შენიშვნებისა და მოსაზრებების შესაჯერებლად იმართება.

დღევანდელ შეხვედრაზე მსჯელობა გაგრძელდა მძიმე, მავნე, საშიში და განსაკუთრებული რისკის შემცველი შრომის პირობების ნუსხასთან დაკავშირებით. გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ კანონის მოქმედება უნდა ვრცელდებოდეს არა მხოლოდ ნუსხით წარმოდგენილ სამუშაოების ჩამონათვალზე, არამედ ყველა დასაქმებულზე, ხოლო ნუსხის შემთხვევაში, კანონში უნდა ჩაიწეროს, რომ ნუსხის დამტკიცება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიასთან შეთანხმებით.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, ელზა ჯგერენაიას განცხადებით, ნუსხის შემუშავებაში ჩართული არიან როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც რისკების შეფასებას აკეთებენ.

კომიტეტის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილია კანონპროექტის პირველადი, სამუშაო ვერსია. მისივე თქმით, დოკუმენტი ჯერკიდევ დამუშავების პროცესშია და მასში სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან გამოთქმული შენიშვნებისა და მოსაზრებების შეჯერება მიმდინარეობს, ვიდრე კანონპროექტს კომიტეტი მეორე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე განიხილავს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge