png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სახალხო დამცველის აპარატს ნდობას უცხადებს იმ პირთა 75% ვისაც სმენია მის შესახებ

  • საზოგადოება
  • 28.07.2017
  • 10:34
 სახალხო დამცველის აპარატს ნდობას უცხადებს იმ პირთა 75% ვისაც სმენია მის შესახებ

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ორგანიზაცია „იესითმა“ ჩაატარა კვლევა – „საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობა ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ“, სადაც დადებითად გამოიკვეთა მოსახლეობის დამოკიდებულება სახალხო დამცველის აპარატის მიმართ.

კვლევის თანახმად, სახალხო დამცველს ენდობა იმ ადამიანთა 75% ვისაც სმენია მის შესახებ, 80%–მა იცის, რომ ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილია, ხოლო 73% მზად არის საჭიროების შემთხვევაში მიმართოს სახალხო დამცველს, რაც ომბუდსმენის აპარატის მიმართ ნდობის მაღალ მაჩვენებელზე მიანიშნებს. უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის საქმიანობის შესახებ გამოკითხულთა მთლიანი რაოდენობის 60%–ისთვის არის ცნობილი.

სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სანდოდ მიიჩნევს 65%. ნდობის ხარისხი 9–11% –ით მეტია ქალაქებსა და სოფლებში.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკანასკნელი 5 წლის მანძილზე, იმ მოსახლეობის 72%, ვისაც სახალხო დამცველის ოფისთან რაიმე ტიპის შეხება ჰქონია, კმაყოფილია ამ გამოცდილებით და ომბუდსმენის აპარატის დახასიათებისას უმეტესობა ხაზს უსვამს გულისხმიერებას, სამართლიანობას, კვალიფიციურობას, მომსახურების სისწრაფეს.

რაოდენობრივ მონაცემებთან ერთად, საინტერესოა კვლევის თვისებრივი მონაცემებიც. მოქალაქეების გარდა, ადამიანის უფლებათა დაცვის თემებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვისაც სახალხო დამცველის აპარატი ინფორმაციის მიღების ერთ–ერთ კომფორტულ და ხელმისაწვდომ წყაროს წარმოადგენს. დისკუსიის მონაწილეთა ნაწილის აზრით, ომბუდსმენის აპარატი მაქსიმუმს აკეთებს საკუთარი მანდატის ფარგლებში. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ომბუდსმენის აპარატს ცალსახად მაღალ შეფასებას აძლევენ. მათი აზრით, აპარატი ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

სახალხო დამცველის შესახებ ინფორმირებული რესპონდენტების 67% ინსტიტუტს ეფექტიან საშუალებად აღიქვამს. 50% დარწმუნებულია, რომ სახალხო დამცველის გარეშე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით მდგომარეობა უფრო მძიმე იქნებოდა. თბილისში ომბუდსმენის ოფისს ეფექტიან საშუალებას 57% უწოდებს, სხვა ქალაქებში მათი რაოდენობა 67%–ია, ხოლო სოფლებში – 76%. კვლევის თანახმად, დადებითი რეზონანსი აქვს სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ამოქმედებას.

„შესაძლოა, სწორედ ცხელი ხაზის ამოქმედებას მიეწეროს ის, რომ კვლევის მონაწილე რესპონდენტებიდან ყოველი მეათე აპარატისადმი მიმართვის გამოცდილებაზე საუბრობს“, – აღნიშნულია ანგარიშში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge