ვაზისუბანში, მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს
- სამართალი
- 28.07.2017
- 10:47
თბილისში, ვაზისუბნის ვაზისუბნის პირველ მიკრორაიონში შუახნის მამაკაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
მეზობლების ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ორი დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, რის გამოც მათ პოლიცია და სამაშველო სამსახური გამოიძახეს. მათივე ცნობით, გარდაცვლილის მეუღლე საზღვარგარეთ იმყოფება, მამაკაცი კი სახლში მარტო ცხოვრობდა.
გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ გულის შეტევა გახდა, თუმცა ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200