png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ ჩვენი ქვეყნისთვის მეტი სტაბილურობის გარანტიაა - პრემიერი

  • პოლიტიკა
  • 30.07.2017
  • 13:16
სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“ ჩვენი ქვეყნისთვის მეტი სტაბილურობის გარანტიაა - პრემიერი

უმნიშვნელოვანესია, რომ წვრთნები კიდევ უფრო გვაახლოებს ნატო-ს სტანდარტებთან, ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა სწავლებაში ჩართული ქვეყნებისა და სამხედროების რაოდენობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე, მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017-ის“ გახსნაზე განაცხადა. 

პრემიერმა სწავლებაში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველ სამხედროებს ღირსეულ პარტნიორებად მიიჩნევენ. 

პრემიერის თქმით, წელს სწავლება უფრო კომპლექსური იქნება, ასევე გაზრდილია მონაწილე ქვეყნების რიცხვი.

საქართველოში მესამედ ტარდება „ღირსეული პარტნიორი“ და წელს უფრო კომპლექსური და დინამიური იქნება და ეს ძალიან სასიხარულოა. ეს სწავლება მნიშვნელოვანია, რადგან მეტი პროფესიონალი სამხედრო გვეყოლება, ის ნატო-ს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან მეტი თავსებადობის მომტანი იქნება. სწავლება ჩვენი ქვეყნისთვის მეტი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარანტია. უმნიშვნელოვანესია, რომ წვრთნები კიდევ უფრო გვაახლოებს ნატო-ს სტანდარტებთან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა სწავლებაში ჩართული ქვეყნებისა და სამხედროების რაოდენობა. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში გერმანია სამხედრო ტექნიკით სწავლებაში პირველად ჩაერთო.
ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა გამოცდილების გასაზრდელად. ასეთი თანამშრომლობა ურთიერთნდობას აყალიბებს. 

ეს კიდევ უფრო გააძლიერებს შეიარაღებული ძალების თავსებადობას ნატოს სტანდარტებთან.
საქართველოს ღირსეული წვლილი შეაქვს საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას აფასებენ“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge