ვიცე-პრეზიდენტს სურს გამოხატოს სოლიდარობა საქართველოს მიმართ - იან კელი
- პოლიტიკა
- 30.07.2017
- 15:38
ვიცე-პრეზიდენტს სურს, გამოხატოს სოლიდარობა საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იან კელიმ, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„შეერთებულ შტატებში პრემიერ-მინისტრის ვიზიტის გაგრძელებასთან ერთად, ჩემი აზრით, ვიცე-პრეზიდენტს სურს, გამოხატოს სოლიდარობა საქართველოს მიმართ, რომელიც ცდილობს, ააშენოს მოქნილი სახელმწიფო, გააძლიეროს თავისი შეიარაღებული ძალები და თავდაცვისუნარიანობა. რა თქმა უნდა, ვიცე-პრეზიდენტს ექნება ძლიერი გზავნილიც, რომ ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“ - განაცხადა იან კელიმ.
31 ივლისს, რვა წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის. მაიკ პენსი ქვეყანას ორი დღით ესტუმრება და ხელისუფლების პირველ პირებს შეხვდება. მაღალი რანგის სტუმარი ასევე დაესწრება საერთაშორისო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2017-ს".