თბილისი-ზუგდიდის მატარებელი მამაკაცს დაეჯახა
- საზოგადოება
- 31.07.2017
- 14:38
ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში უბედური შემთხვევა მოხდა. სამგზავრო მატარებელი თბილისი-ზუგდიდი 70 წლის მამაკაცს - რ.ნ.-ს დაეჯახა, ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი ავრცელებს.
დაშავებული სხვადასხვა დაზიანებებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიებას შსს-ს ზუგდიდის პოლიციის სამმართველო აწარმოებს.