ოზურგეთში დაკარგული მამაკაცის ცხედარი გონიოს სანაპიროზე იპოვეს
- სამართალი
- 31.07.2017
- 17:06
ოზურგეთში, სოფელ შრომაში დაკარგული 31 წლის კაცის ცხედარი ზღვამ გონიოს სანაპიროზე გამორიყა.
მამაკაცი რამდენიმე დღის წინ, ოზურგეთში დაიკარგა.
შსს-ში ფაქტის შესახებ შეტყობინება 27 ივლისს შევიდა.
უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედრის იდენტიფიცირება დღეს მოხდა, რითიც დადგინდა მისი ვინაობა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200