png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

მერობის კანდიდატებმა ავარიულ შენობებზე უნდა ისაუბრონ და არა ,,ხრუშოვკებზე''- გიგი უგულავა

  • პოლიტიკა
  • 31.07.2017
  • 18:13
მერობის კანდიდატებმა ავარიულ შენობებზე უნდა ისაუბრონ და არა ,,ხრუშოვკებზე''- გიგი უგულავა

მერობის კანდიდატებმა არა ,,ხრუშოვკებზე", არამედ ავარიულ შენობებზე უნდა ისაუბრონ, - ასე გამოეხმაურა თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ,,ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის ინიციატივას, „ხრუშჩოვკების“ ეტაპობრივად ჩანაცვლების შესახებ.

როგორც ,,ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი Facebook-ის პირად გვერდზე წერს, იგივეს "ოცნების" პორტირებული ფალავანი ირაკლი შიხიაშვილიც ამბობდა რამდენიმე წლის წინ. მისივე თქმით, მან "არაბებთან" მემორანდუმიც კი გააფორმა. 

,,ისმის შეკითხვა რა განსხვავებაა კალასა და შიხას შორის? - პასუხი არანაირი. 

1. არა ყველა "ხრუშოვკაა" ავარიული. შესაბამისად ყველას ერთ ქვაბში ჩაყრა ძალიან სახიფათო პოპულიზმია. მაგლითად, ვაჟა- ფშაველას ან დიღმის "ხრუშოვკებში" - ეს მოსახლეობის ნერვიულობას გამოიწვევს. ხოლო, მოსკოვის გამზირზე მორიგ იმედგაცრუებას. მერობის კანდიდატებმა არა "ხრუშოვკებზე", არამედ ავარიულ შენობებზე უნდა ისაუბრონ. (შესაბამისი სია მერიაში არსებობს). ძეგლი სხვაა, ხრუშოვკა სხვაა და 80-იანებში აშენებული 16 სართულიანი ვარკეთილის ავარიული კორპუსები კიდევ სხვა. 
2) აუცილებელია "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" მსგავსი პარტნიორობის მოდელი, რომელიც არა ტერიტორიულ ერთეულ "ძველ თბილისზე", არამედ მიზნობრივად ავარიულ შენობებზე იქნება ფოკუსირებული (შენობების სტატუსის გათვალისწინებით დიფერენცირებული).
3) ეს ყველაფერი შესაძლებელია მაღალი ეკონომიკური ზრდის პირობებში, რაც "ოცნების" მთავრობამ ვერ უზრუნველყო. ანტისამშენებლო ისტერია, რომლსაც "ოცნებაც" აღვივებს - მშენებლობებმა დაგვანგრიეს- ამ პროექტს მხოლოდ ძირს უთხრის.

და ბოლოს, ყოველთვის ყველაზე სახიფათო სახელისუფლებო კანდიდატის პოპულიზმია", - წერს უგულავა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge