ბესიკ დუღაშვილი პოლიციამ იპოვა
- საზოგადოება
- 31.07.2017
- 22:52
გაუჩინარებული კარიკატურისტი ბესიკ დუღაშვილი პოლიციამ იპოვა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა პერტაია Facebook-ის პირად გვერდზე წერს, პოლიციამ კარიკატურისტი იპოვა და ის ცოცხალია.
შეგახსენებთ, ცნობილ კარიკატურისტს, ბესიკ დუღაშვილს სამართალდამცავები და ოჯახის წევრები 2 დღე ეძებდნენ. გაუჩინარებამდე მან სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი პოსტი დაწერა.