რუსთავში მე-5 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა და დაიღუპა
- საზოგადოება
- 01.08.2017
- 14:49
უბედური შემთხვევა რუსთავში - ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულიდან 3 წლის გოგონა გადავარდა.
ბავშვი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა და ბავშვი გარდაიცვალა.
ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.