png.ge
png.ge
png.ge
16+
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პაატა ზაქარეიშვილი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა

  • საზოგადოება
  • 09.11.2015
  • 16:46
პაატა ზაქარეიშვილი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართა.

სახელმწიფო მინისტრმა საქართველოში ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ტოლერანტობის დღე და ზოგადად ტოლარენტული განწყობა ქართული საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო მართლაც გამოირჩევა ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნებით და ეს  მრავალფეროვნება არის ის სიმდიდრე, რომლითაც შეგვიძლია, მთელი მსოფლიოს წინაშე ვიამაყოთ.  ამავე დროს, ბუნებრივია, არსებობს გამოწვევები, რომლებზეც ამ კვირეული ფარგლებშიც გვექნება მსჯელობა“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მან სტუდენტების კითხვებსაც უპასუხა, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის თვის როგორც სახელმწიფო ენის, ისე სხვადასხვა დისციპლინის წავლებას, ასევე,  კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას ეხებოდა.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული ფარგლებში ასევე დაგეგმილია ლექცია-შეხვედრები რეგიონებშიც. 11, 12 და 13 ნოემბერს კახეთში, სამცხე ჯავახეთსა და ქვემო ქართლში ადგილობრივ სტუდენტებთან და უფროსკლასელებთან ლექციას თემაზე „სამოქალაქო ინტეგრაცია და ტოლერანტობა საქართველოში“ პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე წაიკითხავს. კვირეული 14 ნოემბერს მულტიეთნიკური ფესტივალით „ერთი ცის ქვეშ“  გაგრძელდება, რომელიც ბოლნისში გაიმართება.

15 ნოემბერს კი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მიღებას გამართავს, რომელზეც ეთნიკური უმცირესობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იქნებიან მიწვეულნი. მიღებაზე გამოვლინდებიან ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფოტოკონკურსის „ჩვენი მრავალფეროვანი სამშობლო“ გამარჯვებულები. მათ პრიზები და სიგელები გადაეცემათ.

კვირეული შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზები იმართება.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge