png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თბილისის ზოოპარკს მურა დათვი შეემატება

  • საზოგადოება
  • 02.08.2017
  • 13:47
 თბილისის ზოოპარკს მურა დათვი შეემატება

ბელიაშვილის ქუჩაზე დატყვევებული საქართველოს "წითელი ნუსხით" დაცული მურა დათვი  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებს თბილისის ზოოლოგიურ პარკში გადაჰყავთ.

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე დატყვევებული მურა დათვი, რომელთან დაკავშირებითაც ინფორმაცია მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით გავრცელდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ზედამხედველობით, თბილისის ზოოპარკში გადაჰყავთ. ცხოველის ზოოპარკში გადაყვანა, მისთვის საუკეთესო ბუნებრივი გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად გადაწყდა. თბილისის ზოოპარკში დათვი დროებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დარჩება.დათვის ტყვეობაში ყოფნას, ბოლო რამდენიმე დღეა, მედიასა და სოციალურ ქსელებში აპროტესტებენ ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი, ააიპ ზოოლოგიური ცენტრის დირექტორი სოსო ჯიქურაშვილი და რამდენიმე აქტივისტი. ისინი ცხოველის გადაყვანას მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხვარიჭამიაში არსებულ ააიპ ზოოლოგიურ ცენტრში მოითხოვენ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იმ პირის ინტერესების დაცვაში ადანაშაულებენ, რომელსაც ცხოველი უკანონო ტყვეობაში ჰყავს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, გავრცელებული ბრალდებების პასუხად, კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან, დათვის უკეთეს პირობებში გადაყვანის უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო პროცედურა კანონით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად გატარდა.

შეტყობინება, ბელიაშვილის ქუჩაზე დატყვევებულ დათვთან დაკავშირებით, სამინისტროს ცხელ ხაზზე შევიდა და რეაგირების მოხდენის მიზნით, დაუყოვნებლივ გადაეცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფლებამოსილ თანამშრომლებს. ადგილზე მისულმა  თანამშრომლებმა სიტუაცია შეისწავლეს და ყველა სამართლებრივი ნორმის დაცვით, პირის მიმართ, რომელსაც  მისივე განმარტებით  ცხოველი ტყვეობაში 2004 წლიდან ჰყავს, საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეული ცხოველის დატყვევების ფაქტზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს.

ვინაიდან დათვის ტრანსპორტირებისთვის მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები იყო საჭირო (გადასაყვანი ტერიტორიისა და ვოლიერის მომზადება, შესაბამისი ტრანსპორტის უზრუნველყოფა, ვეტერინარის ადგილზე ყოფნა და სხვა), ცხოველი, დროებით, კვლავ ბელიაშვილის ქუჩაზე განთავსებულ ვოლიერში დარჩა და შესაბამისი აქტის საფუძველზე, დროებით ჩაბარდა პირს, რომლის მიმართაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შედგა.

სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჩამორთმეული დათვი, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე თბილისის ზოოლოგიურ პარკს მიბარდა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge