დამწვარია 800 კვ.მ. ფართობი - დავით გელაშვილი
- საზოგადოება
- 02.08.2017
- 21:42
აეროპორტის ტრასაზე, სტამბის შენობაში 800 კვადრატულ მეტრამდე გარე სასაწყობე მეურნეობა დაიწვა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, შეტყობინება სამაშველო სამსახურში 20:07 შევიდა და ცეცხლის ლიკვიდირება მაშველებმა მალევე შეძლეს.
მისი ინფორმაციით, დაშავებული არავინაა.
ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 30-მდე სახანძრო ჯგუფი და 150-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.