png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ბეთლემის ქუჩაზე ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

  • საზოგადოება
  • 03.08.2017
  • 12:48
ბეთლემის ქუჩაზე ისტორიული სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

კალაუბანში, ბეთლემის ქუჩა N10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტი თბილისის განვითარების ფონდის მიერ, „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, ისტორიულ-კულტურული ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამით განხორციელდა.  დასრულებულ სამუშაოებს დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია, კრწანისის რაიონის გამგებელთან გიორგი კოპალეიშვილთან და  თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

დავით ნარმანიას თქმით, მოსახლეობისთვის მიცემული პირობა შესრულებულია და ბეთლემის N10-ში მცხოვრები 13 ოჯახი საკუთარ სახლებში დაბრუნებას შეძლებს.

„თბილისის განვითარების ფონდმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც, ერთი მხრივ გადარჩა ნგრევის პირას მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, მეორე მხრივ 13 ოჯახის პრობლემა მოგვარდა. დღეს მათ აქვთ დასრულებული  სახლი ყველანაირი კომუნიკაციით. ახლა თვითონ მოსახლეობამ უნდა გააკეთოს  შიდა რემონტი. ჩვენ, ჩვენი გასაკეთებელი მნიშვნელოვანი საქმე დავასრულეთ და მოსახლეობისთვის მიცემული დაპირება  შესრულებულია,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე, ხანძრისგან დაზიანებული  ორსართულიანი სახლის დემონტაჟი  2014 წლის ზაფხულში განხორციელდა. შემდგომ ეტაპზე, შენობის ისტორიული სახის აღსადგენად, მომზადდა  პროექტი, რომლის შესაბამისად 2015 წელს სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, დაზიანებული შენობა, კონსტრუქციული მდგრადობის უზრუნველსაყოფად, ახლიდან აშენდა; შენობის ფასადის მშენებლობისას ისტორიული ძეგლის რესტავრაციის პრინციპების დაცვით, გამოყენებულ იქნა  ავთენტური მასალები; მობინადრეთა სანიტარულ-საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად, შეიცვალა შენობის ინტერიერის ძველი გეგმარება, მოეწყო სამზარეულო და სანიტარული დანიშნულების ინდივიდუალური ფართები; აღდგა და ქვით მოპირკეთდა თუმანიანსა და ბეთლემის ქუჩებს შორის დამაკავშირებელი საფეხმავლო გზა; რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, როგორც შენობის და ეზოს ფარგლებში მოქცეულ საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელებს, ასევე, მაგისტრალურ ქსელებამდე მიმყვან ტრასებს; კეთილმოეწყო  და გაიხსნა დროებით ჩაკეტილი  საავტომობილო გზის მონაკვეთი; საცხოვრებელი სახლის ეზო ბაზალტის ფილებით მოპირკეთებული ღობით შემოიზღუდა და იზოლირდა ქუჩისგან; გამწვანდა ეზოს ტერიტორია და  მოეწყო სკვერი.

ბეთლემის ქუჩა N10-ში მცხოვრები 13 ოჯახი, რომლებიც სარეაბილიტაციო პერიოდის განმავლობაში, დროებით ქირით იყვნენ გაყვანილნი, ახალ, კეთილმოწყობილ სახლებს დაუბრუნდებიან.

საერთო ჯამში, კალაუბანში, ბოლო 3 წლის მანძილზე, თუმანიანისა და ბეთლემის ქუჩებზე,  4 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სამშენებლო - სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge