ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
- მსოფლიო
- 03.08.2017
- 13:33
გერმანიის ქალაქ ჰესენში ბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
ხანძარი საცხოვრებელი და საოფისე შენობის პირველ სართულზე გაჩნდა. თვითმხილველების თქმით, ბარიდან გამოდიოდა ხმაური, რომელიც აფეთქების ხმას გავდა.
ზარალის რაოდენობა 100 ათას ევროს შეაადგენს. ხანძრის შედეგად სერიოზულად დაზიანდა მეზობლად მდებარე საცხოვრებელი სახლი. პოლიციამ მიმდებარე ქუჩები გადაკეტა.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200