ბათუმში 26 წლის ვახტანგ სუკიასიანს ეძებენ
- საზოგადოება
- 03.08.2017
- 13:49
ბათუმში 26 წლის ვახტანგ სუკიასიანს ეძებენ.
როგორც დაკარგულის ახლობლები აცხადებენ, ახალგაზრდა ბათუმში პირველ აგვისტოს ჩაფრინდა და მას მერე, კონტაქტზე არ გამოსულა.
შსს-ს ცნობით, დაკარგულის შესახებ შეტყობინება მათთან 2 აგვისტოს შევიდა. მათივე ცნობით, ყველა შესაბამისი პირველადი ღონისძიება უკვე გატარდა და საძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.