png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საქართველო ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე World Travel Market 2015

  • ეკონომიკა
  • 09.11.2015
  • 17:37
საქართველო ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე World Travel Market 2015

ლონდონის ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე ტელეკომპანია Euronews-მა სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად სიუჟეტი საქართველოს შესახებაც მოამზადა. Euronews-მა ინტერვიუ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისხელმძღვანელთან გიორგი ჩოგოვაძესთან ჩაწერა: „გასულ წელს საქართველოს 5,5 მილიონი საერთშორისო მოგზაური ეწვია. წელს დაახლოებით 6 მილიონ ვიზიტორს ველოდებით.საქართველოს მოსახლეობა კი სულ 3.7 მილიონია.“ აცხადებს გიორგი ჩოგოვაძე Euronews-თან ინტერვიუში. სიუჟეტის ავტორის თქმით, World Travel Market 2015 ტურიზმის ინდუსტირიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა-ბაზრობაა,სადაც ახალ ტურისტულ მიმართულებებს უნიკალური შანსი ეძლევათ, რომ მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე ადგილი დაიმკვიდრონ. Euronews-ის ჟურნალისტის თქმით, საქართველო ევროპის საუკეთესო საიდუმლოებად არის მიჩნეული, მაგრამ მალე ეს სტატუსი შეიცვლება. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გამოფენა-ბაზრობაზე საქართველოს სტენდთან ღვინის დეგუსტაცია გაიმართა და ქვეყნის შესახებპრეზენტაცია მოეწყო. დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებებს. World Travel Market 2015-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კომპანიებთან ერთად: Georgia Travel RSP, GeorgiCa Travel, GT Group, Caucasus Travel, Explore Georgia Ltd, Mimino Travel, Taste Georgia, Visit Georgia Ltd, Liberty Georgia, Exotour, Colour Tour Georgia, UGO TRAVEL Ltd. და TAV GEORGIA.ლონდონის ტურისტული გამოფენა 36 წელია ტარდება. WTM 2015 2-5 ნოემბერს გაიმართა. გამოფენა-ბაზრობაზე მსოფლიოს 186 ქვეყნიდანტურისტული ინდუსტრიის 50 ათასზე მეტი პროფესიონალი დაესწრო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge