ბორჯომის რაიონის სოფელ დაბასთან გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენი გამოიძახეს
- საზოგადოება
- 20.08.2017
- 15:49
წაღვერში, სოფელ დაბაში ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ჩართვისთვის ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო.
ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის თორნიკე გვაზავას განცხადებით, ხანძრის გავრცელების მასშტაბი დაახლოებით 300-400 კვადრატული მეტრია.
მისივე თქმით, ტერიტორია რთულად მისადგომია.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სახანძრო და საპატრულო სამსახური