ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - არიან დაშავებულები
- საზოგადოება
- 21.08.2017
- 15:20
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
ექიმების ინფორმაციით, შედარებით მძიმეა ერთ-ერთი დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.
ფოტო არქივიდან