ტერორისტებმა აღიარეს, რომ ბარსელონაში მასშტაბურ თავდასხმებს გეგმავდნენ
- მსოფლიო
- 22.08.2017
- 19:15
ბარსელონის ტერაქტში ეჭვმიტანილებმა სასამართლო პროცესზე აღიარეს, რომ კიდევ რამდენიმე მასშტაბური თავდასხმის მოწყობას გეგმავდნენ, - ამის შესახებ გამოცემა El Mundoიტყობინება.
4 ეჭვმიტანილი დღეს ბარსელონას სასამართლოს წინაშე წარსდგა.
სასამართლოში ისინი გაძლიერებული დაცვის თანხლებით მიიყვანეს. მასშტაბური ტერორისტული აქტები ბარსელონასა და კამბრილსში 17 ოქტომბერს განხორციელდა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200