ხანძარი ლაგოდეხში - ადგილზე 2 სახანძრო მანქანა მუშაობს
- საზოგადოება
- 22.08.2017
- 21:40
ლაგოდეხში ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ცეცხლი აეროპორტის ქუჩაზე, დაახლოებით ნახევარი ჰექტარის ფართობზე, ხმელ ბალახებს გაუჩნდა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.